Accessibility links

ირანის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება


ასულობით დემონსტრატი კვლავ გავიდა ირანის არაერთი ქალაქის ქუჩებში 3 აგვისტოს, როგორც სოციალური მედიის გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს. საპროტესტო გამოსვლები მეოთხე დღეა გრძელდება და ისინი უკავშირდება ეკონომიკური სირთულებით და ისლამური რესპუბლიკისთვის აშშ-ის სანქციების აღდგენის გამო მფელვარებას. ირანის მედიის თანახმად, დემონსტრანტებმა შეუტიეს შიიტურ სასწავლებელს თეირანის დასავლეთში, 3 აგვისტოს, როცა ეკონომიკური ვითარებით უკმაყოფილება ანტისამთავრობო გამოსვლაში გადაიზარდა. ირანელები უკმაყოფილებას გამოხატავენ მზარდი ინფლაციის და ეროვნული ვალუტის, რეალის გაუფასურების გამო. ქალაქ ეშთეჰარდში, თეირანიდან ას კილომეტრში, პოლიციამ გარეკა რამდენიმე ასული კაცი, რომლებიც ანტისამთავრობო ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ და ქვებს ესროდნენ სასწავლებლის შენობას. ამის თაობაზე 4 აგვისტოს სააგენტო ფარსი იტყობინებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG