Accessibility links

ანატოლი ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევა


ანატოლი ბიბილოვი

თუკი ოსი ხალხი არ გაერთიანდება, მათ დაემართებათ ის, რაც დაემართათ რუსებსა და უკრაინელებს, - განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ოსი ხალხისთვის ერთიან „გეოგრაფიულ და პოლიტიკურ“ სივრცედ ბიბილოვი რუსეთის ფედერაციას განიხილავს და აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთი აუცილებლად უნდა შევიდეს რუსეთის ფედერაციაში.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიქნებით რუსეთის შემადგენლობაში, ამაში ეჭვი არ მეპარება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ, მთლიანობაში, ოსი ხალხის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს საერთო გეოგრაფიულ და პოლიტიკურ სივრცეში ყოფნა... თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ძალიან ვშიშობ, რომ მოხდება ის, რაც მოხდა რუსებისა და უკრაინელების შემთხვევაში. ისინი სლავები არიან, ერთი ხალხია, მაგრამ ვხედავთ, რაც ხდება ახლა“, - უთხრა ანატოლი ბიბილოვმა „რია ნოვოსტის“.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG