Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს კინოფესტივალებზე ფილმების ჩვენების შეზღუდვის შესახებ


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ამკაცრებს გაქირავების საბუთის გარეშე კინოფესტივალებზე ფილმების ჩვენებას. ამის თაობაზე კრემლის საინტერნეტო გვერდზე გავრცელდა ცნობა. ივლისის ბოლოს რუსეთის დუმამ მიიღო შესწორებები კინოფესტივალების მოწყობის შესახებ კანონში. ისინი მალევე დაამტკიცა ფედერაციების საბჭომ. კანონი აზუსტებს საერთაშორისო კინოფესტივალების მოწყობის განსაზღვრას: ფესტივალს უნდა ჰყავდეს ჟიური, უნდა ჰქონდეს არა უმეტეს ათი დღიანი ხანგძლივობის საკონსურსო პროგრამა, ხოლო ფილმის ჩვენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ არაუმეტეს ერთი წელიწადის წინაა გადაღებული. რუსეთში დაგეგმილი საერაშორისო ფესტივალების სია კულტურის სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს. კანონი ამასთან განსაზღვრავს, რომ ფესტივალზე ფილმის ჩვენება გაქირავების საბუთის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ეს ჩვენება მხოლო ორჯერ მოხდება. 1 აგვისტოს ვლადიმირ პუტინს რუსეთის კინოთეატრების ქსელის ხელმძღვანელებმა და კინოფესტივალების ორგანიზატორებმა მისწერეს წერილი, რომელშიც აღნიშნეს, რომ კეთილი ინიციატივის საფარქვეშ, კანონპროექტი ანადგურებს კინომრეწველობის კულტურულ და საგანმანათლებლო მუშაობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG