Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში დაკრძალეს ყოფილი რუსი პოლკოვნიკის მოკვლისთვის მსჯავრდებული იუსუპ ტემერხანოვი


ვისა კუნგაევი, ბუდანოვის მიერ მოკლული ელზას მამა
ვისა კუნგაევი, ბუდანოვის მიერ მოკლული ელზას მამა

ათასობით ადამიანი ჩავიდა ჩეჩნეთის სოფელ გელდაგენში ამ სოფლის მკვიდრის, იუსუპ ტემერხანოვის დასაფლავებაზე. რუსეთის საპატიმროში გარდაცვლილი ტემერხანოვი ყოფილი რუსი პოლკოვნიკის, იური ბუდანოვის მოკვლისთვის იხდიდა სასჯელს ომსკის ოლქში. ის ომსკის საავადმყოფოში გარდაიცვალა ჯერ დაუდგენელი დაავადების გამწვავების შედეგად. ტემერხანოვს 15 წელი ჰქონდა მისჯილი 2011 წელს, მოსკოვში, ყოფილი რუსი პოლკოვნიკის, იური ბუდანოვის მოკვლისთვის. ბუდანოვი მოკლულ იქნა ორი წლის შემდეგ მას მერე, რაც გაუშვეს საპატიმროდან, სადაც ათწლიან სასჯელს იხდიდა 18 წლის ჩეჩენი ქალის, ელზა კუგაევას გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის. ტემერხანოვს დანაშაული არ უღიარებია. მიუხედავად მსჯავრისა, ბუდანოვს ფართო ემხრობოდნენ რუსეთში. მან თვითონ დანაშაული აღიარა. მაგრამ დიდი იყო სიძულვილი მის მიმართ ჩეჩნეთში, პრორუსულად განწყობილ ჩეჩნებს შორისაც. ბუდანოვი ჩეჩნეთის მეორე ომში მონაწილეობდა და სატანკო პოლკს მეთაურობდა. ელზა კუგაევას მთელი ოჯახი ჩავიდა დასაფლავებაზე გელდაგენში, სადაც ტემერხანოვს პატივს მიაგებენ, როგორც წამებულს. მოკლული ახალგაზრდა ქალის მამამ, ვისა კუგაევმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში განაცადა, რომ „ ჩვენი გლოვა უფრო დიდია, ვიდრე თქვენი, ჩვენ დიდად ვემადლიერებით იუსუპს. ის ნამდვილი გმირია. თქვენ და მთელ თქვენს სოფელს შეგიძლიათ იამაყოთ მისით. ის თქვენი სოფლის და ყველა ჩვენგანის სიამაყეა. ჩვენ მზად ვართ მოვკვდეთ მისი ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის. ის მოკვდა, როგორც წამებული“. ტემერხანოვი დაკრძალს მაშინვე, როგორც კი მისი ცხედარი ომსკიდან ჩაასვენეს, მაგრამ ათასობით მანქანა ჩადიოდა სოფელში, რათა პატივი მიეგოთ მისთვის. დასაფლავებაში ჩავიდა ჩეჩნეთის პრორუუსული მმართველი, რამზან კადიროვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG