Accessibility links

თურქეთი პერსონალურ საქნციებს დაუწესებს აშშ-ის ოფიციალურ პირებს


თურქეთის ხელისუფლება თურქეთში აშშ-ს ოფიციალურ პირებს აქტივებს გაუყინავს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოანმა განაცხადა. „აშშ-ს ბოლო ქმედება პასტორ ბრენსონთან დაკავშირებულ საქმეზე არ არის სტრატეგიული პარტნიორის მოქმედება. აშშ-მა ამ ნაბიჯით უპატივცემულობა გამოავლინა. ჩვენ მოთმინება გამოვიჩინეთ. თუმცა, დღეს, ჩვენ გავყინავთ აშშ-ს იუსტიციისა და შინაგა საქმეთა მინისტრების აქტივებს თურქეთში“, განაცხადა ერდოანმა. ცხადი არ არის, რომელ ოფიციალურ პირებზეა ზუსტად ლაპარაკი და აქვთ თუ არა მათ აქტივები თურქეთში. 1-ელ აგვისტოს, აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის იუსტიციის მინისტრს აბდულჰამით გიულსა და შინაგან საქმეთა მინისტრს სულეიმან სოილუს ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრენსონის დაკავებასთან დაკავშირებით. პროტესტანტი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთში, იზმირში ცხოვრობდა, 2017 წელს დააკავეს. მას ბრალად ედება თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და ფეთულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ს ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება და ვაშინგტონს მოუწოდა, უარი თქვას მასზე, რადგან „ეს აგრესიული პოზიცია, რომელიც არავის ინტერესებს არ უპასუხებს, არ დარჩება რეაგირების გარეშე“.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG