Accessibility links

ავღანეთში ბაგრამის ბაზაზასთან სამი ჩეხი ნატოელი სამხედრო მოკლეს


თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად ავღანეთში სამი ნატოელი, ჩეხი სამხედრო მოკლეს. ჩეხეთის სამხედრო უწყებამ გაავრცელა ცნობა, რომ მოკლულები ჩეხი სამხედროები არიან. თავდასხმა მოხდა აღმოსავლეთ ავღანეთში, 5 აგვისტოს, ფარვანის პროვნციაში, ბაგრამის სამხედრო ბაზის მახლობლად. მომხდარისთვის პასუხიმგებლობა თალიბანმა იკისრა. აშშ-ის არმიის თანახმად, თავდასხმა მოხდა როცა ჩეხი ჯარისკაცები მორიგ ქვეით პატრულირებას ეწეოდნენ ავღანელ სამხედროებთან ერთად. ჩეხეთის არმიის განცხადების თანახმად, მსხვერპლის ოჯახებს უკვე შეატყობინეს და თავდაცვის მინისტრმა, ლუბომირ მეტნარმა მათ სამძიმარი გადასცა. ჩეხეთის მთავრობამ ახლახან დაამტკიცა გეგმა, რომ 2020 წლისთვის ავღანეთში განთავსებული ჩეხი სამხედროების რტიცხვი 230-დან 390-მდე გაიზრდება ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ჩარჩოებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG