Accessibility links

მიხეილ ხუბუტიამ შვილის სიკვდილი სენ-ტროპეში შეიტყო


მიხეილ ხუბუტია

მოსკოვში დაბრუნდა ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია, რომლის ვაჟის ცხედარი 5 აგვისტოს აღმოაჩინეს მოსკოვის ცენტრში მდებარე ბინაში. რუსული მედიასაშუალებების ცნობით, ხუბუტიამ შვილის სიკვდილი შეიტყო საფრანგეთის საკურორტო ქალაქ სენ-ტროპეში, სადაც დასასვენებლად იმყოფებოდა. 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას ცხედარი ბინის დასალაგებლად მისულმა მოსამსახურე ქალმა აღმოაჩინა. წინასწარი ინფორმაციით, ნიკოლოზ ხუბუტიამ თავი მოიკლა ცეცხლსასროლი იარაღით. სააგენტო ინტერფაქსი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ნიკოლოზ ხუბუტია დეპრესიაში იყო და მეგობრებს წერდა, რომ ყველაფერი მობეზრდა.

საქართველოში, ქალაქ ზუგდიდში დაბადებული მიხეილ ხუბუტია რუსეთში ცხოვრობს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან. მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში, დღეს კი ფლობს რამდენიმე კომპანიას, მათ შორის მოსკოვის უდიდესი საგამოფენო კომპლექსის მმართველ სავაჭრო სახლს და იარაღის მაღაზიათა ქსელს „კოლჩუგას.“ ხუბუტია, რომელიც "რუსეთში მცხოვრებ ქართველთა კავშირის" ხელმძღვანელიცაა, პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პირი და მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ წევრია. დაჯილდოებულია რუსეთის პრეზიდენტის მედლით, „მოქალაქეთა პატრიოტულ აღზრდაში აქტიური მონაწილეობისა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 60 წლისთავის აღნიშვნაში დიდი წვლილის შეტანისთვის.“

წელს მაისში, საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია მიხეილ ხუბუტიას სტუმრობამ ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში, რომელსაც, როგორც კურსდამთავრებულმა მიულოცა 150 წლის იუბილე და მოსწავლეებს და პედაგოგებს საჩუქრები გადასცა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG