Accessibility links

სუს-მა დააკავა სავარაუდოდ ტერორისტულ გაერთიანებაში მყოფი პირი


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა პირი, რომლის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების ფაქტზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, „კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ-ს მიმართ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე.“ სუს-ის ცნობითვე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, მალხაზ ტ. დააკავეს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის და სამსახურის ჩხრეკისას ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკიანი დროშები და სხვადასხვა ატრიბუტიკა. სუს-ის განცხადებით, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG