Accessibility links

მედვედევი: ნატოში საქართველოს მიღებამ შესაძლოა საშინელი კონფლიქტი გამოიწვიოს


დიმიტრი მედვედევი

რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანებას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. „ამას შეუძლია საშინელი კონფლიქტის პროვოცირება. გაუგებარია, რა საჭიროა ეს“ - განაცხადა მედვედევმა რადიოსადგურ „კომერსანტთან“ ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტი დღეს გამოქვეყნდა. მედვედევის მტკიცებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტი გარდაუვალი არ იყო და მისი თავიდან აცილება შეიძლებოდა.

სამხედრო აგრესიის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთს მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების დოკუმენტს ხელი მოაწერა სწორედ მედვედევმა, რომელიც მაშინ რუსეთის პრეზიდენტი იყო.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG