Accessibility links

აგვისტოს ომის მეათე წლისთავს ევროპის 4 ქვეყნის მთავრობის წევრები საქართველოში აღნიშნავენ


საპროტესტო აქცია რუსეთის საელჩოსთან. თბილისი, 2008 წლის 26 აგვისტო

რუსეთ-საქართველოს ომიდან მეათე წლისთავის გამო, 6-7 აგვისტოს საქართველოს ეწვევიან პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, იაცეკ ჩაპუტოვიჩი, ლინას ლინკევიჩიუსი და ედგარს რინკევიჩსი და უკრაინის ვიცე-პრემიერი პავლო როზენკო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში: „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ.“ პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი ადგილზე გაეცნობიან საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას და შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

აგვისტოს ომის მეათე წლისთავის გამო მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელთა ვიზიტი ლიეტუვის და პოლონეთის ერთობლივი ინიციატივაა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG