Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ მუსა ხანგოშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა


დუისი
დუისი

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა პოლიციელების მიმართ ძალადობასა და დაუმორჩილებლობაში ბრალდებულ მუსა ხანგოშვილს. ის ბრალს არ აღიარებს. მუსა ხანგოშვილი 4 აგვისტოს დააკავეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში. ცოტა ხნით ადრე, ხანგოშვილი წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისშიც. ამ შემთხვევაში, სასამართლომ მუსა ხანგოშვილი 2000 ლარით დააჯარიმა.

ოჯახის ინფორმაციით, გროზნოში მცხოვრები მუსა ხანგოშვილი საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა დუისში მცხოვრები დედის მოსანახულებლად. ხანგოშვილი ჩეჩნეთის მეთაურთან, რამზან კადიროვთან მეგობრობს, თუმცა, უარყოფს, რომ საქართველოში მისი დავალებით დაბრუნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG