Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი „კანონიერს“ უწოდებს რუს ადვოკატთან შეხვედრას 2016 წლის არჩევნების წინ


აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა 2016 წლის ივნისში ნიუ-იორკში მდებარე ტრამპ-თაუერში გამართული შეხვედრა კრემლთან კავშირში მყოფ ადვოკატთან, რომლისგანაც უნდა მიეღოთ ინფორმაცია მის პოლიტიკურ ოპონენტზე. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი „სრულიად კანონიერს“ უწოდებს ამ შეხვედრას. 5 აგვისტოს ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში, ტრამპი ამტკიცებს, რომ მსგავსი შეხვედრები „ყოველთვის ხდებოდა პოლიტიკაში.“ გავრცელებული ცნობით 2016 წლის ივნისში გამართულ ამ შეხვედრას ადვოკატ ნატალია ვესელნიცკაიასთან ესწრებოდნენ დონალდ ტრამპის შვილი, სიძე ჯარედ კუშნერი და პოლ მანაფორტი, იმხანად საარჩევნო შტაბის ხელძღვანელი. შეხვედრის ორგანიზება გადაწყდა მას შემდეგ, რაც შუამავალმა უთხრა ტრამპის შვილს, რომ რუსმა მოხელემ მას შესთავაზა „მამხილებელი“ დოკუმენტები და ინფორმაცია ტრამპის მთავარ ოპონენტ ჰილარი კლინტონზე. ვესელნიცკაია უარყოფს, თითქოს იგი მოქმედებდა კრემლის სახელით. კონგრესის საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოსვლის დროს მან განაცხადა, რომ „მოქმედებს ნებისმიერი სახელმწიფო უწყებისგან დამოუკიდებლად“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG