Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა "ისლამური სახელმწიფოს" მიმდევრობაში ეჭვმიტანილს


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ მალხაზ ტოხოსაშვილს. მისთვის პატიმრობის შეფარდებას ბრალდების მხარე ითხოვდა, ხოლო ადვოკატი გირაოთი გათავისუფლებას. საქმის პროკურორმა, ნანა ხუნჯუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მალხაზ ტოხოსაშვილი იზიარებს „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიას და ინტერნეტკავშირი ჰქონდა ამ ექსტრემისტული დაჯგუფების წარმომადგენლებთან. თავის მხრივ, მალხაზ ტოხოსაშვილმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია მისი ცხოვრების წესისთვის სრულიად შეუსაბამო ბრალდებით, დაფარული არხებით არასდროს არავისთვის დაურეკავს, მისთვის ნაპოვნი საბრძოლო მასალებიდან კი, რომელიც კოლექციისთვის ჰქონდა, ზოგი დაშლილია, ზოგიც მულაჟი.

ინფორმაცია ტოხოსაშვილის დაკავების შესახებ დღეს, 6 აგვისტოს გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. მისი განცხადებით, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს მოქალაქე მალხაზ ტ-ს მიმართ, რომელიც სასამართლოს განჩინებით დააკავეს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის და სამსახურის ჩხრეკისას ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკიანი დროშები და სხვადასხვა ატრიბუტიკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG