Accessibility links

საქართველოში პატივს მიაგებენ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას და რუსეთს პროტესტს უცხადებენ


მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულ მეომრებს. 2018 წლის 7 აგვისტო

საქართველოში პატივს მიაგებენ რუსეთთან ომში დაღუპულთა ხსოვნას. სახელმწიფო დროშები დაუშვეს პრეზიდენტის სასახლეზე და პარლამენტის შენობებზე თბილისსა და ქუთაისში. 2008 წლის აგვისტოში დაღუპული მეომრებისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ საქართველოს ხელისუფლების, შეიარაღებული ძალების, პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ იმსხვერპლა 400-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის 170 სამხედროს და 14 პოლიციელის სიცოცხლე.

აგვისტოს ომის გამო საკუთარი მიწა დატოვა 30 ათასამდე ადამიანმა. რუსეთის ოკუპაციისა და აგრესიისადმი პროტესტის ნიშნად სამოქალაქო აქტივისტები აქციებს მართავენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ერთი ასეთი აქცია უკევ დასრულდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში. დღეს საღამოს აქცია გაიმართება თბილისშიც, რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG