Accessibility links

სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს "რუსულ თამაშში"


მიხეილ სააკაშვილი

აგვისტოს ომის მეათე წლისთავის გამო ვიდეომიმართვა გაავრცელა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. „ჩვენ ყველამ ერთად დავიცავით და გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, რუსეთი ეწევა პროპაგანდას იმისთვის, რომ თავი აარიდოს პასუხისმგებლობას სამხედრო ინტერვენციის გამო და ამაში მას წარმატებით ეხმარება ბიძინა ივანიშვილი და რუსეთის სხვა აგენტები, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი. „კერძოდ, რომ საქართველომ დაიწყო ომი. როგორ შეიძლება ჩვენ დაგვეწყო ომი ჩვენს ტერიტორიაზე. წარმატების მოკვლა მაშინაც იყო და ახლაც არის მთავარი ამოცანა და ნაწილობრივ მათ ეს შეასრულეს ივანიშვილთან და იმ ჯგუფთან ერთად რომელიც ახლა მოასკუპდა საქართველოს ხელისუფლებას“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ივანიშვილი საერთოდ აღარ ახსენებს სარკოზის შუამავლობით მიღწეულ ხელშეკრულებას, რომლითაც რუსეთმა აიღო საქართველოს ტერიტორიიდან თავისი შეიარაღებული ძალების გაყვანის ვალდებულება. სააკაშვილის თქმით, ივანიშვილი აყენებს საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საქართველო დაადანაშაულა გრაჩოვის სტილში, რომ თვითონ საქართველომ დაბომბა წითელუბანი. „მიდის რუსული თამაში და საბოოლოოდ უნდა ჩააბეტონონ 2008 წლის აგრესიის შედეგები. საქართველო აუცილებლად გაძლიერდება და იქნება წარმატებული. ეს არის ჩვენი მოვალეობა გიორგი ანწუხელიძის და სხვა გმირების წინაშე"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG