Accessibility links

აგვისტოს ომის მე-10 წლისთავზე ინციდენტი მოხდა ლონდონში საქართველოს საელჩოში


ლონდონში საქართველოს საელჩოში შეიჭრა ბლოგერი და ჟურნალისტი გრემ ფილიპსი

ლონდონში საქართველოს საელჩოში ინციდენტი მოხდა 7 აგვისტოს საღამოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მე-10 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე. რადიო თბილისის ცნობით, საელჩოში მხატვარ გია ბუღაძის გამოფენაზე შეიჭრა ბლოგერი და ჟურნალისტი გრემ ფილიპსი, რომელიც ქართველი დამთვალიერებლის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი. ის პოლიციელებმა დააკავეს.

როგორც ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა რადიო თბილისთან ინტერვიუში აღნიშნა, გრემი შეიჭრა გამოფენაზე შეძახილებით, რომ საქმე ეხება ქართულ პროპაგანდას, რომელიც აყალბებს იმას, რაც სინამდვილეში მოხდა ომის დროს. ბრიტანეთის მოქალაქე გრემი რუსეთის ტელეარხ „რაშა თუდეის“ თანამშრომელია, ის 2014 წელს უკრაინაშიც იქნა დაკავებული.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG