Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოიერტი: ნატოში საქართველოს მიღება ჯერ კიდევ 2008 წელს გადაწყდა


ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ცენტრი კრწანისში
ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ცენტრი კრწანისში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, ჰიზერ ნოიერტი დარწმუნებული არ არის, რომ პრეზიდენტებმა, ტრამპმა და პუტინმა ჰელსინკიში შეხვედრისას განიხილეს ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხი. ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ნოიერტს ჰკითხეს, დაუჭერს თუ არა მხარს აშშ ნატოში საქართველოს მიღებას. ნოიერტმა უპასუხა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების შესახებ ნატომ ჯერ კიდევ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიიღო, თუმცა, ჯერ კიდევ გადასადგმელია გარკვეული ნაბიჯები და პროცესი გრძელდება. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს ჰკითხეს, დასვა თუ არა ეს საკითხი პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ პუტინთან ჰელსინკიში შეხვედრისას. ნოიერტის თქმით, დარწმუნებული არ არის, ამ თემაზე საუბარი არ შეუძლია და უმჯობესია თეთრ სახლს მიმართონ.

16 ივლისს, პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა პუტინმა ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა, რომ რუსეთს მკვეთრად უარყოფითი რეაქცია ექნება, თუ საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანდებიან. 6 აგვისტოს, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მედვედევმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს მიღებამ შესაძლოა, საშინელი კონფლიქტი გამოიწვიოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG