Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო რუსეთთან ომში დაღუპულ მეომრებს


რუსეთ-საქართველოს ომიდან მეათე წლისთავის გამო, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგო პატივი აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას.

„10 წელი გავიდა აგვისტოს ტრაგედიიდან. კიდევ ერთხელ მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს არ იყო პირველი თავდასხმა თავისუფალ საქართველოზე. პირველად რუსეთი შეეცადა დავესაჯეთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებში, ეს იყო 90-იანების ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. 10 წლის წინ იყო კიდევ ერთი ტალღა ვერაგული თავდასხმის. დღეს, როდესაც ვფიქრობთ წარსულზე, ჩვენ ვხედავთ, რომ გამარჯვება და ქვეყნის გამთლიანება უფრო ახლოს არის, რადგან არ გამტყდარა არც ჩვენი მორალი, არც ჩვენი რწმენა და მხარდამჭერების რაოდენობა გაზრდილია. ყველა ის ადამიანი, ვისაც დღეს სიმძიმე აქვს გულში, მინდა ვანუგეშო, რომ ყოველი დღე, ყოველი თვე გვაახლოვებს ქვეყნის გამთლიანებასთან და არ გვაშორებს. ასე ხდებოდა მანამდეც, ასე მოხდება მომავალშიც“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თბილისიდან გიორგი მარგველაშვილი გაემგზავრა გორში, სადაც სამხედრო ჰოსპიტალში ექიმებს დააჯილდოებს ომის დროს გამოვლენილი პროფესიონალიზმისთვის. საღამოს, პრეზიდენტი სენაკის ბაზაზე მიმართავს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG