Accessibility links

„მაჭახელამ“ ბოდიში მოიხადა და თანამშრომლები გაათავისუფლა


რესტორან „მაჭახელას“ ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ბოდიში მოიხადა 7 აგვისტოს რესტორანში მომხდარი ინციდენტის გამო, რომლის დროსაც რესტორნის თანამშრომლებმა სტუმრებს ანტისაოკუპაციო აქციიდან წამოღებული პუტინის ტრანსფარანტის მაგიდიდან აღება მოსთხოვეს.

ეს ინფორმაცია ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ანი გვათუამ. მისი თქმით, რესტორნის თანამშრომლებმა მიზეზად ის დაასახელეს, რომ „მაჭახელა არ არის პროტესტის გამოხატვის ადგილი, იქნებ ვინმე რუსი "პატრიოტი" შემოვიდესო...“.

„ძნელია ინფორმაციას ფლობდე ყველა იმ ათასობით თანამშრომლის პირადი პოლიტიკური შეხედულებების თუ მოსაზრებების შესახებ, რომლებიც ჩვენს ქსელში არიან დასაქმებულნი. ასევე ძნელია პასუხი აგო ყოველი მათგანის მყისიერ და არასწორ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას რომელიც გვეკისრება ამ შემთხვევაში და დაუყონებლივ ვწყვეტთ საქმიან ურთიერთობას ყველა იმ თანამშრომელთან რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ ინციდენტში“, - ვკითხულობთ „მაჭახელას“ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG