Accessibility links

გერმანიის კონცერნი „დაიმლერი“ წყვეტს ირანში მუშაობას აშშ-ის სანქციების გამო


ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა კონცერნმა „დაიმლერმა“ ირანში მუშაობა შეაჩერა სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ აშშ-ის ბაზარზე აღარ შეუშვებს კომპანიებს, რომლებიც ირანში საქმიანობენ. „დაიმლერის“ წარმომადგენელმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ კონცერნმა შეწყვიტა ირანში „ისედაც შეზღუდული“ აქტივობა. ამ ნაბიჯით უცებ მოეღო ბოლო „დაიმლერის“ გეგმას, გაეფართოებინა თავისი საქმიანობა ირანში, სადაც ორ ადგილობრივ კომპანიასთან ერთად უნდა ეწარმოებინა „მერსედეს-ბენცის“ მარკის სატვირთო მანქანები. ამავე დროს, „დაიმლერის“ გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის ლიდერების განცხადებასთან, რომ ბლოკი შეინარჩუნებს ირანთან საქმიან ურიერთობას და დაიცავს 2015 წლის შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე. დონალდ ტრამპმა აპრილში გამოაცხადა ამ შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლის შესახებ. მიუხედავად ზომებისა, რომლებსაც ევროკავშირი იღებს, რათა ევროპის ბიზნესს ხელი შეუწყოს ირანში დარჩენის საქმეში, „დაიმლერი“ გახდა მორიგი ევროპული გიგანტური კორპორაცია, რომელიც აცხადებს, რომ ირანიდან წასვლა ურჩევნია აშშ-ში თავისი ბიზნესის საფრთხეში ჩაგდებას. საფრანგეთის ნავთობკომპანია „ტოტალი“ და ავტომობილების მწარმოებელი PSA და „რენოც“ ტოვებენ ირანს, ხოლო თვითმფრინავების მწარმოებელმა „ეარბასმა“ გამოაცხადა, რომ წყვეტს თეირანისათვის თავისი ნაწარმის მიწოდებას.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG