Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სმითების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატები საპროცედურო ნორმებს დარღვეულად მიიჩნევენ


სმითების ოჯახის ფოტოები
სმითების ოჯახის ფოტოები

ხადის ხეობაში, სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატები ალექსანდრე კობაიძე და ვასილ მამულაშვილი აცხადებენ, რომ საქმეში დარღვეულია საპროცედურო ნორმები. 8 აგვისტოს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათ შესაძლო მტკიცებულებები არ გადასცეს, რაც აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება არაკვალიფიციური, მიკერძოებული და სუბიექტურია. „ჩვენ ვითხოვთ და დამატებით წერილობით განცხადებები წარმოვადგინეთ საქმის მასალების გადმოცემასთან დაკავშირებით, თუმცა ისე გააფორმეს ეს დოკუმენტაცია, თითქოს მასალები ჩვენ უკვე გადმოგვეცა“ - განაცხადა ვასილ მამულაშვილმა. ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზეც, რომ რაიან სმითის ტელეფონი ამ დრომდე არ არის შემოწმებული. დაცვის მხარე არ ენდობა ექსპერტიზის შედეგსაც, რომლის თანახმად, ლორა სმითის სხეულზე მალხაზ კობაურის ბიოლოგიური მასალა აღმოჩნდა. ამ მიმართულებით ადვოკატები გარკვეულ ვერსიებზე მუშაობენ.

მალხაზ კობაური ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ​სმითების მკვლელობაში 7 პირი ფიგურირებს. ადვოკატების განცხადებით, კობაური ამჟამად ფსიქოლოგიურ დაკვირვებას გადის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG