Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ცენტრში გაშალეს ბანერი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით


მოსკოვის ცენტრში უცნობმა აქტივისტებმა გაშალეს დიდი ბანერი უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვისა და რუსეთის ციხეებში მყოფი სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. სენცოვს შიმშილობა აქვს გამოცხადებული. აქტივისტებმა ბანერი გაშალეს კრიმსკის (ყირიმის) ხიდზე 8 აგვისტოს, სენცოვის შიმშილობის 87-ე დღეს. პატიმრის ადვოკატმა დმიტრი დინზემ მისი მონახულების შემდეგ 7 აგვისტოს თქვა, რომ სენცოვს 30 კილო აქვს დაკლებული, ძალიან დაბალი ჰემოგლობინი აქვს, რაც ანემიას იწვევს. სენცოვს, რომელიც ხმამაღლა აკრიტიკებდა 2014 წელს ყირიმის ანექსიას, 2015 წელს პატიმრობა მიუსაჯეს ტერაქტის მოსაწყობად შეთქმულების ბრალდებით. ამ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ თავად მსჯავრდებულიც და უფლებადამცველებიც. სენცოვი სასჯელს იხდის ჩრდილოეთ რუსეთში, იამალო-ნენეცკის ავტონომიურ ოლქში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG