Accessibility links

ცხინვალში ნაწილობრივ დაიწვა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა


ოკუპირებულ ცხინვალში, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში 8 აგვისტოს, საღამოს გაჩენილი ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა მიგრაციის სამსახურის სამუშაო ოთახები და ნაწილობრივ შენობის ის ფლიგელი, სადაც ადრე განთავსებული იყო დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო - ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრზე, ალან ტადტაევზე დაყრდნობით. მისი განცხადებით, შენობის შიდა კედლები პლასტიკატისაა, რამაც ხელი შეუწყო ხანძრის სწრაფად გავრცელებას. ტადტაევის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობდნენ მეხანძრეთა სამი ბრიგადა და მაშველები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დე ფაქტო მინისტრის თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზს ექსპერტები დაადგენენ.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG