Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში რამდენიმე მედიაორგანიზაციაში ჩატარდა ჩხრეკა ინფორმაციაზე უკანონო წვდომისათვის


ბელორუსიაში დააკავეს საინფორმაციო სააგენტო „ბელაპლანის“ მთავარი რედაქტორი ირინა ლევშინა, მის ბინაში კი ჩატარდა ჩხრეკვა და გახსნეს მისი კომპიუტერის სისტემური ბლოკი. ჟურნალისტის დაკავება მოხდა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რაც სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ფასიან ინფორმაციაზე უკანონო წვდომას გულისხმობს. ამავე საქმეზე 7 აგვისტოს ჩხრეკვა ჩატარდა ასევე ახალი ამბების პორტალ „ტუტბაიში“ (TUT.BY), ბელორუსიის „პენცენტრსა“ და ჟურნალისტთა ასოციაციაში. იმავე დღეს დააკავეს და სამი დღით პატიმრობა მიუსაჯეს რამდენიმე ჟურნალისტს, მათ შორის „ბელაპლანის“ თანაშრომელ ტატიანა კოროვენკოვას. ეუთომ მოუწოდა ბელორუსიის ხელისუფლებას გაათავისუფლოს ჟურნალისტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG