Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში დააპატიმრეს ექსპრემიერის ძმა


სომხეთში დააპატიმრეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჰოვიკ აბრაჰამიანის ძმა, იარაღის უკანონო შეძენის და შენახვის ბრალდებით - იუწყება სომხეთის უშიშროების სამსახური 8 აგვისტოს. ჰენრიკ აბრაჰამიანი წარსულში რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და წარმოადგენს მდიდარ და გავლენიან ოჯახს, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე ბიზნესს ფლობს. მისი დაპატიმრება მორიგი შემთხვევაა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების სერიაში, რომელიც დაიწყო ხელისუფლებაში ყოფილი ოპოზიციონერის, ნიკოლ ფაშინიანის მოსვლით - რასაც, თავის მხრივ, წინ უძღოდა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები კორუფციის და ნეპოტიზმის წინააღმდეგ. ერთი თვის წინ სომხეთის სასამართლომ გასცა ბრძანება დააკავონ ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი, ძალაუფლების უზურპაციის და 2008 წლის არჩევნების შემდეგ კონსტიტუციური წყობის დამხობის მცდელობის ბრალდებებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG