Accessibility links

თბილისში იწყება ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი


10-19 აგვისტოს საქართველო ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს ხელბურთში ჭაბუკებს შორის. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ევროკონკურენციაში ჩაებმებიან თერთმეტი ქვეყნის ასაკობრივი (18 წლამდე) ვაჟთა ნაკრებები, რომლებიც უკვე გადანაწილდნენ ორ ჯგუფში.
საქართველოს ნაკრები B ჯგუფში გამოვა, ბელორუსიასთან, იტალიასთან, ფინეთსა და საბერძნეთთან ერთად. A ჯგუფში ითამაშებენ: შვეიცარია, ფარერის კუნძულები, მაკედონია, ესტონეთი, ლიეტუვა და ლუქსემბურგი.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრების შემდეგ ტიტულისთვის ბრძოლას პირველ-მეორე ადგილებზე გასული ნაკრებები გააგრძელებენ, მათ შორის საუკეთესო კი 2020 წელს გასამართ ევროპის ახალგაზრდულ (20 წლამდე) ჩემპიონატზე ელიტურ 16 გუნდში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
ქართველი ჭაბუკები ევროპირველობას გახსნიან 10 აგვისტოს, 17:30 საათზე, ფინეთთან მატჩით.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG