Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პუსი რაიოტის“ წევრმა მარია ალიოხინამ აკრძალვის მიუხედავად შეძლო რუსეთიდან გამგზავრება


ფემინისტების პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრმა მარია ალიოხინამ აკრძალვის მიუხედავად შეძლო რუსეთიდან გამგზავრება და ედინბურგს მიაშურა. ამის შესახებ ტვიტერში წერს „პუსი რაიოტი“. სხვა დეტალებზე არაფრს ამბობენ. 8 აგვისტოს მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტზე მესაზღვრეებმა არ მისცეს ალიოხინას რუსეთიდან ბრიტანეთში გამგზავრების უფლება. მოგვიანებით გაირკვა, რომ აქტივსტს ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება მოუხდელი სასჯელის გამო - საქმე ეხება საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობას, რომელიც სასამართლომ ალიოხინას შეუფარდა საპროტესტო აქციაში მონაწილეობისათვის. 9 აგვისტოს გამოქვეყნებული ცნობით, ალიოხინა გეგმისამებრ მიიღებს მონაწილეობას ედინბურგის ფესტივალში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG