Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის ტორპედომ ალბანეთის „კუკეში“ დაამარცხა


საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ალბანეთის „კუკეშს“ და მოუგო ანგარიშით 5:2
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ალბანეთის „კუკეშს“ და მოუგო ანგარიშით 5:2

უეფას 2018-2019 წლების საკლუბო სეზონს შემორჩენილმა საქართველოს ერთადერთმა კლუბმა ქუთაისის „ტორპედომ“ „ევროპა ლიგის“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით გახსნა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა ალბანეთის „კუკეშს“ და მოუგო ანგარიშით 5:2. მასპინძელთაგან თითო გოლი გაიტანეს ბულგარელმა ლეგიონერმა მარინმა, ქიმაძემ და კაპანაძემ. კუხიანიძემ კი დუბლი შეასრულა.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა ალბანეთში 16 აგვისტოს გაიმართება.

ქუთაისის „ტორპედო“ „ევროპა ლიგაზე“ ჩემპიონთა ლიგიდან გადაერთო, სადაც საწყის ეტაპზევე დამარცხდა მოლდავეთის „შერიფთან“. „კუკეშთან“ დაპირისპირებამდე კი ფარერის კუნძულების კლუბ „ვიკინგურს“ აჯობა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვის შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონის მეტოქე იქნება ბულგარეთის „ლუდოგორეცი“ ან ბოსნიის „ზრინსკი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG