Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის შტაბი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს


დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის,“ „თავისუფალი დემოკრატების“ და “ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლებმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართეს პრეზიდენტობის კანდიდატად დავით უსუფაშვილის წარდგენის განცხადებით. მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, თენგიზ შერგელაშვილის ინფორმაციით, დღეიდან დაიწყება პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება. რეგისტრაციისთვის აუცილებელია სულ მცირე 25 923 ამომრჩევლის ხელმოწერა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავით უსუფაშვილი, მისი წარსული საქმიანობიდან, ოცდაათწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე ყველაზე მეტად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით დღეს განსაზღვრულ პრეზიდენტის ფუნქციებს და ჯანსაღი, ინსტიტუციურად დალაგებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის საქართველოს მოქალაქეებს დავით უსუფაშვილის სახით ძალიან კარგი არჩევანი აქვთ“ - განაცხადა შერგელაშვილმა. მისივე თქმით, უსუფაშვილი არ არის მხოლოდ სამი პარტიის კანდიდატი და პროცესში ჩართულია ბევრი ადამიანი, მათ შორის ისინიც, ვინც დღემდე მხოლოდ პროფესიულ საქმიანობას ეწეოდნენ და პოლიტიკურად არ აქტიურობდნენ.

პოლიტიკურ პარტიებს და საინიციატივო ჯგუფებს პრეზიდენტობის კანდიდატის წარსადგენად ცესკოს თავმჯდომარისთვის მიმართვა 8 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ. საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG