Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიული შემოწირულებით "ევროპული საქართველო" ლიდერობს


2018 წლის პირველ შვიდ თვეში ყველაზე მეტი შემოწირულება, 274 224 ლარი მიიღო პარტიამ „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის.“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, იანვარ-ივლისის შემოწირულებით მეორე ადგილზეა „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო“ (119 997 ლარი). მმართველი პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შემოწირულება 93 025 ლარია და „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ 69 173. პირველ ხუთეულშია „გირჩიც,“ რომლის შვიდი თვის შემოწირულება 35 289 ლარს შეადგენს. პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ჩამონათვალში სულ 15 პოლიტიკური ორგანიზაციაა. მათგან ყველაზე ნაკლები, 225 ლარის შემოწირულება „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG