Accessibility links

ავღანეთის უსაფრთხოების ძალები განაგრძობენ თალიბებთან ბრძოლას ქალაქ ღაზნიში


ავღანეთიდან მოუსლი ცნობებით კვლავ გრძელდება ავღანეთის სამთავრობო ჯარებისა და თალიბების რაზმების ბრძოლა ღაზნის პროვინციის დედაქალაქ ღაზნიში, რომლის ცენტრშიც ექსტრემისტებმა პარასკევს რამდენიმე სამთავრობო შენობაზე მიიტანეს იერიში. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 9 აგვისტოს შეტაკებაში დაიღუპა 25 ავღანელი ჯარისკაცი და ერთი ადგილობრივი რეპორტიორი. განადგურებულია 150 თალიბი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ნაჯიბ დანიშის ინფორმაციით, შეტაკებების მიუხედავად „ვითარება კონტროლს ექვემდებარება და არ არსებობს სერიოზული საფრთხე“. ღაზნიზე იერიში არის ბოლო მცდელობა თალიბების მიერ წარმოებული კამპანიისა, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრების დაკავებას. მაისში თალიბებმა შეუტიეს დასავლეთ ქალაქ ფარას. ერთდღიანი ბრძოლების შემდეგ ავღანეთის სუსაფრთხოების ძალებმა რომელსაც მხარს უჭერდა აშშ-ის ავიცია, ექტრემისტები ქალაქის ცენტრიდან განდევნეს. თალიბებმა უარყვეს ავღანეთის მთავრობის შეთავაზება პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG