Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ქმნის სპეციალურ ტრიბუნალს ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად


აიათოლა ალი ხამენეი
აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ დაამტკიცა ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების შეთავაზებული წინადადება, რომელიც ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითვალისწინებს. ხამენეის სიტყვებით, რომელსაც ირანული მედია ეყრდნობა, ეკონომიკურ კორუფციაში დანაშაულისათვის სასჯელის გამოტანა მოხდება „სწრაფად და სამართლიანად“. ისლამური რევოლუციის ახალ სასამართლოებს დაევალებათ მაქსიმალური სასჯელი შეუფარდონ მათ, „ვინ ძირს უთხრის და ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას“, ნათქვამია ირანის სასამართლო ხელისუფლების თავმჯდომარის, სადეყ ამოლი ლარიჯანის მიერ ხამენეისათვის გაგზავნილ წერილში. ლარიჯანი სთავაზობს კორუფციული დანაშაულისათვის ყველა ეჭვმიტანილის, მათ შორის „ოფიციალური პირებისა და სამხედროების“ გასამართლებას. სასჯელის ზომად კი შესაძლოა გამოყენებული იქნეს სიკვდილით დასჯა. ახალი ფიანანსური ტრიბუნალების შექმნის წინადადების ფონია ირანის ეროვნული ვალუტის სწრაფი დევალვაცია. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, გასულიყო 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმებიდან და კვლავ აემოქმედებინა ეკონომიკური სანქციები ირანის რეჟიმის წინააღმდეგ, ბოლო კვირებში 50%-ით გააუფასურა ირანის ეროვნული ვალუტა. ირანის ეროვნული ბანკი და უზენაესი სასამართლო ხელისუფლება ეროვნული ვალუტის დევალვაციაში „მტრებს“ ადანაშაულებენ. გასულ თვეში ქვეყანაში დააპატიმრეს 29 კაცი, რომლებსაც ბრალად ედებათ ქვეყნის ეკონომიკისა და საფინანსო-სავალუტო სისტემისძირის გამოთხრაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG