Accessibility links

მამუკა ბახტაძე: „დიდგორი არის გამარჯვების და ერთიანობის სიმბოლო“


საქართველოს პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ სწორი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემთხვევაში ქვეყანა იქნება „ძლიერი და განვითარებული“. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ დიდგორის ველზე განაცხადა, სადაც 12 აგვისტოს სახლახო დღესასწაული “დიდგორობა” გაიმართა. 1121 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ჯარმა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით დიდგორის ველზე დაამარცხა თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "გამარჯვებისა და ამავე დროს ერთიანობის სიმბოლო“ უწოდა დავით აღმაშენებლის მიერ დიდგორის ველზე მოპოვებულ გამარჯვებას. მთავრობის მეთაურთან ერთად სახალხო დღესასწაულში მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, რომელმაც უწყებრივი მედლით - “დიდგორის ჯვრით” დაჯილდოვა უფროსი ლეიტენანტი ალუდა ჩიქოვანი და კაპრალი რევაზ ყოლბაია.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG