Accessibility links

ირანში 67 კაცი დააკავეს ფინანსური დანაშაულის ბრალდებით


ირანის სასამართლო ხელისუფლების ცნობით, პოლიციამ დააპატიმრა 67 კაცი ქვეყანაში დაწყებული ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, რომელიც მოჰყვა აშშ-ის მიერ ახალი სანქციების შემოღებას და ფართო საზოგადოებრივ პროტესტს ქვეყანაში გამეფებული კორუფციის წინააღმდეგ. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, გასულიყო 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმებიდან და კვლავ აემოქმედებინა ეკონომიკური სანქციები ირანის რეჟიმის წინააღმდეგ, ბოლო კვირებში 50%-ით გააუფასურა ირანის ეროვნული ვალუტა. „დაპატიმრებულია 67 კაცი, ზოგიერთი მათგანი თავდებით გათავისუფლდა. დაახლოებით 100 კაცს, მათ შორის სახელმწიფო მოხელეებს და თანამდებობის პირებს, აეკრძალათ ქვეყნის დატოვება“, - განცხადა 12 აგვისტოს ირანის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელმა გოლამჰოსეინ მოჰსენ ეიემ. 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ დაამტკიცა ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების შეთავაზებული წინადადება, რომელიც ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითვალისწინებს. სასჯელის ზომად კი შესაძლოა გამოყენებული იქნეს სიკვდილით დასჯაც.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG