Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭაბუკ კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში თურქეთს შეხვდება


საქართველოს 16-წლამდელ ვაჟთა საკალათბურთო ნაკრებმა სამივე თამაში წააგო ევროპის ჩემპიონატის ელიტური A დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ, ტურნირის ფორმატის თანახმად, პლეი ოფში მაინც გააგრძელებს ბრძოლას.

სერბიაში მიმდინარე ევროპირველობაზე ესტონეთთან, საფრანგეთსა და იტალიასთან წაგების შემდეგ, ქართველმა ჭაბუკებმა D ჯგუფში ბოლო – მეოთხე - ადგილი დაიკავეს და მერვედფინალში C ჯგუფიდან პირველი ადგილით გასულ თურქეთს შეხვდებიან. ეს მატჩი 14 აგვისტოს, თბილისის დროით 18:00 საათზე, დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატზე სულ 16 ქვეყნის ასაკობრივი ნაკრები მონაწილეობს. საქართველომ ამ რანგის შეჯიბრებაზე თამაშის უფლება შარშან მოიპოვა, B დივიზიონში წარმატების შემდეგ. ახლა გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდის მთავარი ამოცანა ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა. ამისთვის საჭიროა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მინიმუმ მე-13 ადგილი დაიკავოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG