Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უფლებამოსილებები ექნება საქართველოს მომავალ პრეზიდენტს?


15 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ჩიფჩიური, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი სწავლების ცენტრის მკვლევარი. მან ილაპარაკა საქართველოს მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კონსტიტუციის ახალი რედაქციით განისაზღვრება. გიორგი ჩიფჩიურმა აღწერა პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტების დინამიკა ბოლო წლების განმავლობაში და ჩამოთვალა ის უფლებამოსილებები, რომლებიც მას აღარ ექნება საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ. 2018 წელს პრეზიდენტი ბოლოჯერ აირჩევა პირდაპირი წესით, თუმცა, გამარჯვებულ კანდიდატს არ ექნება ამ მაღალი ლეგიტიმაციის ტოლფასი ხელშესახები უფლებამოსილებები. "დილის საუბრების" სტუმარი მთავარ გამოწვევად თვლის აღმასრულებელი ხელისუფლების დაუბალანსებელ ძალაუფლებას, რაც პარლამენტის პასუხისმგებლობაა და პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტების პირობებში, ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება. მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ როგორი დაპირებებიც უნდა გასცენ პრეზიდენტობის კანდიდატებმა, მომავალ პრეზიდენტს არ ექნება მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების სამართლებრივი გზით გადაჭრის უფლებამოსილება.

XS
SM
MD
LG