Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ტატუნაშვილის საქმე დღეს იგზავნება


დღეს, 22 აგვისტოს, „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“ გაეგზავნება სარჩელი „ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, რომელიც ცენტრმა „ემპათიამ“მოამზადა. მოსარჩელე მხარე რუსეთის ფედერაციას ევროკონვენციის ხუთი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს. ესენია მე-2 მუხლი(სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლი(წამების აკრძალვა), მე-5 მუხლი(თავისუფლების უფლება), მე-8 მუხლი(პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) და მე-13 მუხლი(ეფექტური ზომა). საქმის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს ცენტრ „ემპათიას“ მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი გამოიწვია მისმა წამებამ სხვადასხვა მეთოდით.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ერაყში სამშვიდობო მისიის მონაწილე არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დააკავეს დაბა ახალგორში. 23 თებერვალს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღი წაართვა, მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კი, კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობით. დე ფაქტო ხელისუფლების ეს ვერსია დაადასტურა რუსეთში ჩატარებულმა ექსპერტიზამ. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 20 მარტს გადასცეს. ქართველი ექსპერტების ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG