Accessibility links

site logo site logo

რომის პაპმა პატიება სთხოვა პედოფილ ღვთისმსახურთა მსხვერპლებს


რომის პაპი ირლანდიაში

ირლანდიაში ვიზიტით მყოფმა რომის პაპმა ფრანცისკემ პატიება ითხოვა იმ „დამცირებისა და ტანჯვისათვის“, რაც კათოლიკე ღვთისმსახურებისა და ეკლესიის სხვა მოღვაწეთა მხრიდან განიცადეს პედოფილიის მსხვერპლმა ადამიანებმა. რომის პაპის პირობა, რომ აღმოფხვრის ამ მავნე სენს, გაისმა ერთი თვის თავზე მას შემდეგ, რაც მან დააკმაყოფილა ვაშინგტონის ყოფილი არქიეპისკოპოსის თეოდორ მაკკარიკის თხოვნა გადადგომის შესახებ. ღვთისმსახური ეჭვმიტანილი იყო არასრულწლოვანთა გაუპატიურებაში. ვატიკანის ყოფილმა დიპლომატმა კარლო მარია ვიგანომ გააკრიტიკა რომის პაპი დაგვიანებული რეაგირებისათვის, განაცხადა რა, რომ მან ჯერ კიდევ 2013 წელს მიაწოდა ვატიკანის თავკაცს ინფორმაცია მაკკარიკის უღირსი საქციელის შესახებ. 20 აგვისტოს რომის პაპმა წერილით მიმართა მორწმუნეებს. საეკლესიო თანამეგობრობის სახელით ფრანცისკემ „სირცხვილითა და სინანულით“ აღიარა, რომ ეკლესია დროულად ვერ გამოეხმაურა იმ ტკივილს, რომელიც მიადგა „მრავალი ადამიანის სიცოცხლეს“. თუმცა, ბევრმა მედიასაშუალებამ გააკრიტიკა რომის პაპი, რომელსაც წერილში არ წარმოუდგენია არავითარი პრაქტიკული გადაწყვეტილება პედოფილ ღვთისმსახურებთან დაკავშირებული პრობლემის გადასაჭრელად. ბოლო სკანდალი აგორდა პენსილვანიაში, სადაც 17 აგვისტოს დიდმა ჟიურიმ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, 300 პედოფილმა ღვთისმსახურმა ექვსზე მეტ შტატში გააუპატიურა ათასზე მეტი არასრულწლოვანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG