Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საპარლამენტო კომისია დასკვნაზე მუშაობს


ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის დასკვნის პროექტი მომზადებულია და კომისიის წევრებს გადაეცათ-აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ. მისი განმარტებით ახლა კომისია დასკვნაზე მუშაობის ბოლო ეტაპზე გადადის, რაც დასკვნის იმ ვარიანტის მომზადებას გულისხმობს, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

„გასული თვეების განმავლობაში კომისიამ ჩაატარა ძალიან დიდი სამუშაო, გამოვკითხეთ 70-ზე მეტი მოწმე, მათ შორის არასრულწლოვნები, გვქონდა შეხვედრა ყველა მხარესთან. მოვუსმინეთ პროკურატურის და შს სამინისტროს წარმომადგენლების პოზიციებს. გამოვლენილი იქნა კონკრეტული დარღვევები, რომელიც აისახება საბოლოო დასკვნაში. რა თქმა უნდა, გაიცემა კონკრეტული რეკომენდაციები", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის განმარტებით ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული იქნება კომისიის ფარგლებში განხილული ყველა საკითხი, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის შესახებ.

კომისია დასკვნას კენჭს უყრის 5 სექტემბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG