Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ერთიანი კოალიცია გახდება


საპრეზიდენტო არჩევნებში მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ერთიანი კოალიციის სახით მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ 1 სექტემბერს გაერთანებული ოპოზიციის წევრმა ნიკა მაჭუტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტის არჩევნებსა და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი საარჩევნო კოალიციის სახით ჩაერთვება.

მომდევნო პარლამენტის არჩევნებზე მოძრაობის ყველა წევრს, რომელიც დარეგისტრირდება საარჩევნო სუბიექტად, შეეძლება გახდეს მოძრაობის ბაზაზე შექმნილი საარჩევნო ბლოკის წევრი. მაჭუტაძის თქმით ეს არის გაერთიანებული ოპოზიციის გეგმის ნაწილი, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შესაცვლელად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG