Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლკერი: აშშ მზად არის გააფართოვოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება


აშშ მზად არის გააფართოვოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რათა გაძლიერდეს ქვეყნის საზღვარო და საჰაერო ძალები, რუსეთის მხრიდან აღმოსავლელი სეპარატისტების მხარდაჭერის ფონზე - უთხრა უკრაინის საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა გაზეთ გარდიანს. ინტერვიუში, რომელიც 1 სექტემბერს გამოქვეყნდა, ვოლკერი ამბობს, რომ უკრაინაში იზრდება პროდასავლური, ანტირუსული განწყობა და ტრამპის ადმინისტრაცია "სრულიად" მზად არის უკრაინას მიაწოდოს კიდევ უფრო მეტი შეიარაღება, გარდა აპრილში მიწოდებული ანტისატანკო რაკეტებისა. "ისინი ყოველკვირეულად კარგავენ სამხედროებს, რომლებიც თავიანთ ქვეყანას იცავენ" - ამბობს ვოლკერი, რომელიც წარსულში ნატოში იყო აშშ-ის ელჩი და დასძენს - "ამ კონტექსტში უკრაინისთვის ბუნებრივია გააძლიეროს თავისი არმია, თავდაცვითი შესაძლებლობები, ბუნებრივია ითხოვოს დახმარება და ასევე ბუნებრივია სხვა ქვეყნების მიერ დახმარების აღმოჩენა. ცხადია, მათ შემტევი იარაღი ესაჭიროებათ, რადგან მათ ესვრიან". მოსკოვის მიერ უკრაინის ყირიმის ანექსირების და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დააკისრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG