Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში ბრალი წაუყენეს უკრაინის პარტიის ლობისტ პირს


სემიუელ პატენმა - ვაშინგტონელმა ლობისტმა და საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის ბრალდების ადრესატი რუსი-უკრაინელი პირის ახლობელმა - აღიარა, რომ უკრაინის პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობას ეწეოდა, მაგრამ უცხოეთის აგენტის სტატუსით არ გაუვლია რეგისტრაცია. პატენმა 31 აგვისტოს, ოფიციალურად აღიარა თავი დამნაშავედ ქალაქ ვაშინგტონის ფედერალური სასამართლოს წინაშე. მან ასევე თქვა, რომ 2017 წლის იანვარში ორ პირს, რუს-უკრაინელ მამაკაცს და კიდევ ერთ უცხოელს დაეხმარა უკანონოდ მოეპოვებინათ ოთხი ბილეთი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე, 50 000 დოლარის ფასად. პატენი წარსულში საქართველოშიც მუშაობდა, სადაც, მისი თქმით, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას "თავისუფალი დემოკრატების" მრჩეველი იყო. მუშაობდა ყაზახეთშიც, სადაც მულტინაციონალურ კომპანიებს, მაგალითად კოლა-კოლას და ტექსაკოს უწევდა კონსულტაციებს და სადაც ასევე აღადგინა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ს ადგილობრივი ოფისი. მიმდინარე კვირაში პატენმა, რომელსაც ხუთი წლით ემუქრება პატიმრობა და 250 000 დოლარის ოდენობის ჯარიმა, რადიო თავისუფლებას უარი უთხრა ინტერვიუზე.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG