Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში პატიმრობა მიუსაჯეს ჟურნალისტ ბაბჩენკოს მკვლელობის დაგეგმვაში ბრალდებულს


უკრაინაში პატიმრობა მიუსაჯეს ბორის ჰერმანს, რომელსაც ბრალად ედებოდა რუსეთის საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობა კრემლის კრიტიკოსი ჟურნალისტის, უკრაინაში მცხოვრები არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის დაგეგმვის საქმეში. უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვასილი ჰრისტაკმა 1 სექტემბერს განაცხადა, რომ ჰერმანს ოთხნახევარი წლით მიუსაჯა პატიმრობა კიევის სასამართლომ. ჰრისტაკის თანახმად, ჰერმანმა დანაშაული აღიარა და დათანხმდა გამოძიებასთან თანამშრომლობას. ჰრისტაკმა ჟურნალისტები და მსოფლიოს საზოგადოება შოკირებული დატოვა 30 მაისს, როცა გამოაცხადა, რომ ბაბჩენკო კვლავაც ცოცხალი იყო - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც უკრაინის ოფიციალურმა უწყებებმა კიევში მისი მკვლელობის ცნობა გაავრცელეს. უშიშროების სამსახურის თქმით, ბაბჩენკოს მკვლელობის დადგმით მათ მასზე თავდასხმის გეგმა გამოავლინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG