Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი არ გამორიცხავს ერაყში ირანის სამხედრო ობიექტებზე ავიაიერიშების მიტანას


ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი არ გამორიცხავს, რომ ავიაიერიშებს მიიტანს ერაყში ირანის სავარაუდო სამხედრო ობიექტებზე მას შემდეგ, რაც ბოლო წლებში არაერთხელ განახორციელა საჰაერო დარტყმები ირანის ობიექტებზე მეზობელ სირიაში. ამ თემას ლიბერმანი შეეხო 3 სექტემბერს იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე. მანამდე საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იუწყებოდა, რომ ირანმა ახლო რადიუსში მოქმედი ბალისტიკური რაკეტები მიაწოდა შიიტ მოკავშირეებს ერაყში. ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებიან არც ირანისა და ერაყის მთავრობები და არც აშშ-ის ჯარების სარდლობა, რომელიც ხელმძღვანელობს ერაყში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს. ისრაელის ტელევიზია ბოლოხანს იუწყებოდა, რომ აშშ-მა ისრაელს სთხოვა, ნუ მიიტანს იერიშს ერაყის ტერიტორიაზე. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს 1 სექტემბრის განცხადებით, ის შეშფოთებულია „როიტერსის“ ინფორმაციით ერაყში ირანის რაკეტების შეტანის შესახებ. თეირანი და ბაღდადი უარყოფენ ამ ცნობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG