Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილმა "ქართულ ოცნებას" მიმართა თავისი ფალავანი გამოიყვანოს


დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, პრეზიდენტობის თავისი კანდიდატი დაასახელოს. უსუფაშვილის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის „ქართულ ოცნებას“ არანაირი სტრატეგია არ აქვს. „თუ უნდათ ვითომ სახელმწიფოს მშენებლობა გააგრძელონ, რომ კვლავ ვითომ დამოუკიდებელი, ვითომ პრეზიდენტი გვყავდეს, ეს არ არის სტრატეგია. ეს არის ცუდი საქმის კეთება“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მან მმართველ პარტიას მიმართა, მორჩეს მდარე ხარისხის სპექტაკლს, „გამოიყვანონ თავიანთი ფალავანი“ და დაეჭიდებიან. „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დღეს გამართა საარჩევნო კამპანიის ლოგოს და სლოგანის პრეზენტაცია. ლოგო საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ჩახატული ქართული ანბანია, სლოგანი კი, „მეტი შეგვიძლია.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG