Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძეს და პოლიციას შორის ინციდენტი მოხდა


პარლამენტის შენობის წინ, ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს და მათ მხარდამჭერებს პოლიციამ კარვების გაშლის უფლება არ მისცა, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება და ვითარების დაძაბვა მოჰყვა.
ზაზა სარალიძემ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც ფორმას ამოფარებული მკვლელები უწოდა. ვითარება კვლავ დაძაბულია. ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა.მას სამედიცინო ეკიპაჟი დახმარებას უწევს. პარალელურად პარლამენტის კიბეებთან მიმდინარეობს აქცია, ხმის გამაძლიერებლით ისმის მოწოდებები.საღამოს 9 საათზე იყო დაანონსებული ზაზა სარალიძის სპეციალური განცხადება. პერიმეტრს აკონტროლებს პოლიცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG