Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: „მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად!“


„თქვენ ისწავლეთ ქართული, არ დაივიწყოთ და როგორი ქართულითაც დაბრუნდებით, დაბრუნდით. ჩემი მაგალითი სწორედ ეს არის: მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები“, - ამ სიტყვებით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებსაც შესაძლოა მშობლიური ენის ცოდნასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდეთ.

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო კამპანია ქუთაისში, ოპერის თეატრში გამართული შეხვედრით დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ქუთაისში ასევე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის თბილისის მერი კახა კალაძე. „მოვდივარ ისეთი როგორიც ვარ, არაფერს არ ვთამაშობ ... მე მოვდივარ როგორც ემიგრაციის შვილი, მოვდივარ ჩემი ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის დასაწუნია და, რასაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა... თუმცა მე ამისთვის ბევრი ვიმუშავე. ...მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG