Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა მოიწონა უნგრეთის მიმართ სანქციების შემოღება


ევროპარლამენტის დეპუტატებმა 12 სექტემბერს სტრასბურგში გამართულ სხდომაზე მოიწონეს უნგრეთის მიმართ სანქციების შემოღება. მანამდე ევროკავშირმა ბუდაპეშტს ბრალი დასდო ხელისუფლების დანაწილების პრინციპების დარღვევაში, პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვასა და კორუფციაში. ახლა ევროკავშირის საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, შემოღებულ იქნება თუ არა უნგრეთის მიმართ საჯარიმო პროცედურა ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების მე-7 მუხლის მიხედვით, ქვეყანას შეიძლება ხმის უფლება ჩამოერთვას. თუკი ევროკავშირის საბჭო სანქციების შემოღებაზე დათანხმდება, ბუდაპეშტს მოუწევს თავისი მოქმედებების ახსნა-განმარტება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დებატებში გამოსვლისას დეპუტატებს ბრალი დასდო მისი ქვეყნის შევიწროვებაში მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ქრისტიანული ფასეულობების დაცვისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG