Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ფხალაძე: საქართველოს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი ტერიტორიები


თენგიზ ფხალაძე 2008 წლის ომზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:53 0:00

პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ კომენტარი გააკეთა იმ სტანდარტებზე, რომელიც აუცილებელია სახელმწიფოს მეთაურისთვის ოკუპაციის კონტექსტში. მისი თქმით, საქართველოს თავდაცვის უფლება აქვს და რუსეთის ფედერაცია ოკუპანტია.

ფხალაძის განცხადებას ერთი დღით ადრე, წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის კომენტარი, რომ 2008 წლის ომის დროს ქართულმა მხარემ თავისი მოსახლეობა დაბომბა.

თენგიზ ფხალაძემ ასევე განაცხადა: „ის, რომ საქართველოს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი ტერიტორიები, ეს არის აქსიომა და უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკა იყოს მწყობრი და ემსახურებოდეს იმ მთავარ იდეებს, რომ ოკუპანტს ერქვას ოკუპანტი ყველა ფორმატში, ტრიბუნასა და საერთაშორისო დოკუმენტში - ეს იქნება სასამართლო, გაეროს უშიშროების საბჭო თუ სხვა ნებისმიერი ფორმატი. როდესაც უმაღლესი მთავარსარდალი გასცემს რაიმე ბრძანებას, მოუწოდებს შეიარაღებულ ძალებს სამშობლოს დაცვისკენ, არავის უნდა შეეპაროს ეჭვი, ლეგიტიმურია თუ არა მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება“.

„ისტორიული უსამართლობა, რასაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, რასაც ჰქვია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი მოსახლეობის ჩაგვრა, ეს უნდა დასრულდეს ისე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს მოსახლეობის ინტერესები“, - აღნიშნა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა.

​სალომე ზურაბიშვილის განცხადებას 12 სექტემბერს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც გამოეხმაურა. კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა - 2018“, მან განაცხადა, რომ ის, ვინც ცდილობს გაამართლოს რუსეთის აგრესია საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე, არის აგრესორისა და ისტორიის ბნელ მხარეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG