Accessibility links

იუნკერი გამოვიდა მოწოდებით, შემცირდეს აშშ დოლარის როლი ევროპულ ანგარიშსწორებაში


ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი გამოვიდა მოწოდებით, შემცირდეს აშშ დოლარის როლი ევროპულ ანგარიშსწორებაში. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა 12 სექტემბერს. იუნკერმა „აბსურდული“ უწოდა ვითარებას, როცა ევროპა ენერგომატარებლების იმპორტის 80%-ს დოლარებით იხდის. მისი სიტყვებით, ეს 300 მილიარდი ევროს ეკვივალენტია. იუნკერმა აღნიშნა, რომ ენერგიის მთავარი მომწოდებლები არიან რუსეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები. მაშინ, როცა ევროპელების მიერ შესყიდულ ენერგორესურსებში აშშ-ის წილი მხოლოდ 2%-ს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG